თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მას აღარ აქვს ფული უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტებისთვის, სანამ მას კონგრესი არ დაამტკიცებს.
ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ უკრაინას უკვე გამოვუყავით უსაფრთხოების ბოლო პაკეტი ახალი წლის წინ და შობის შემდეგ. ჩვენ გვჭირდება კონგრესის მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ დახმარება“, – თქვა მან.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ახალ პაკეტს.
„ჩვენ გვჭირდება დამატებითი (პაკეტი), რათა შევძლოთ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა“, – დასძინა კირბიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა არ დაამტკიცა უკრაინის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა, რის გამოც თეთრი სახლი ვერ აცხადებს სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტებს.
პარასკევს, 29 დეკემბერს, უკრაინის მასიური დაბომბვის კომენტირებისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ კონგრესმა დამატებითი დახმარება კიევისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაამტკიცოს.
27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $250 მილიონის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.