2024 წლის თებერვალში საქართველოში კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ $267.7 ათასის ღირებულების 5 394 600 არაინკუბირებისთვის განკუთვნილი ქათმის კვერცხი იყიდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში კი იმპორტი 96,3%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ორ თვეში ქვეყანამ $457.48 ათასის ღირებულების 9 781 920 კვერცი იყიდა (არაინკუბირებისთვის) წელს იანვარ-თებერვალში კი მხოლოდ $16.82 ათასის ღირებულების 360 000.
აღსანიშნავია, რომ წელს, შარშანდელის ანალოგიურად საქართველომ ერთი კვერცი $0.46 დოლარად იყიდა და მთლიანი იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა.
შინაური ფრინველის კვერცის იმპორტმა კლება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ ქვეყანაში იმპორტით მხოლოდ $34.37 ათასის 720 000 კვერცხი შემოვიდა. იმპორტი შემცირდა იანვარშიც, როდესაც მხოლოდ $16.82 ათასის 360 000 ერთეული ვიყიდეთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თებერვალში საქართველოში კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა და ბაზარს ფაქტობრივად, ადგილობრივი წარმოება ამარაგებს.