TBC Capital-ის მიერ ჩატარებული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, იანვარში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი $12-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება.
აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქირის ფასი დედაქალაქში წლიურად 4%-ით არის დაკლებული.
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.5% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იანვრის თვის მაჩვენებელს, ხოლო წინა თვესთან ანუ დეკემბერთან შედარებით 0.2%-ით არის შემცირებული.