TBC Capital-ის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების ფასმა კიდევ მოიმატა.
2024 წლის ივლისის მონაცემებით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,207 $/კვ.მ შეადგინა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდას წამოადგენს.
ბაზრის მოცულობამ ივლისის თვეში $268 მილიონი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-იანი
ზრდაა.
გასულ თვეში დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის
მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
გასული ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობის მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისის თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2024 წლის მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თიბისი კაპიტალი ვარაუდობს, რომ ეს ზრდა წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა განპირობებული.
ახალი ბინების გაყიდვები შემცირდა, ძველის – გაიზარდა
2024 წლის ივლისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 665 შეადგინა, რაც 3.1%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელდა 2,770 ტრანზაქცია და წლიურად 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც ახალი, ისე ძველი ბინების რაოდენობამ გასულ თვესთან შედარებით
დადებითი, შესაბამისად 7.1% და 21.4%-იანი, ცვლილება აჩვენა.
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, ახალი vs ძველი ($/კვ.მ)
ასეთი საგრძნობი განსხვავების შედეგად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 19%-მდე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 8.5%-ით, ხოლო თვიურად 7.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფისირდა 2%-იანი წლიური და 1.2%-იანი თვიური ზრდა.
ჯამურად გაყიდული ბინებიდან უდიდესი წილი (45%) მოდის 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებზე, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის ივლისთან შედარებით.