საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი.
ინდექსი ასახავს ქ. თბილისში, მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით:
2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასები
საცხოვრებელი ბინების სეგმენტში გაიზარდა 1.2%-ით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში 0.7%-ით.
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში –
ბინებზე 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით.
რაც შეეხება ფასებს თბილისის უბნების მიხედვით, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი კვლავაც მთაწმინდაზეა, მეორე ადგილზეა ვაკე, შემდეგ საბურთალო და კრწანისის რაიონი.
ბინების საშუალო ფასები კარკასების მიხედვით ასე გამოიყურება: