2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის (ახალაშენებულ 50-60 მ2 ბინებზე) ქირამ კვადრატულზე $10.7 შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ეს ქირა 2021 წლის დონეს 2-ჯერ აჭარბებს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, დედაქალაქში ქირის შემოსავლიანობა 5-ჯერ აღემატება დოლარის დეპოზიტზე წლიურად დარიცხულ სარგებელს, რომელიც 2.1%-ს შეადგენს და 0,8%-ით ნაკლებია ლარის დეპოზიტის განაკვეთზე, რომელსაც წლიურად საშუალოდ 11,4% ერიცხება.
ბინის ქირის ფასი თბილისის უბნების მიხედვით ($/კვ.მ):
შესაბამისად, მოსახლეობა ამჯობინებს, დანაზოგი არა საბანკო ანგარიშზე განათავსოს, არამედ უძრავი ქონება იყიდოს და შემოსავლის მიღების მიზნით გააქირაოს.
ქირა განსაკუთრებით 2022 წელს გაძვირდა, როდესაც საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მასობრივი შემოსვლა დაიწყო.
2023 წლის მეორე ნახევარში რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს, რაც ქირის ფასზეც აისახა და თანდათან კლება დაიწყო.
ყველაზე მაღალი ქირა ვაკის რაიონშია, სადაც კვ. მეტრზე $16-ს აღწევს.
$14,8 ღირს მთაწმინდაზე, შემდეგ საბურთალო და კრწანისი მოდის, სადაც ქირა შესაბამისად, $12,4 და $12 ღირს. ყველაზე იაფი ქირა დიდ დიღომსა და სამგორშია, შესაბამისად $8,8 და $8 ღირს.