Galt&Taggart– ის უძრავი ქონების ბაზრდის კვლევის თანახმად, თბილისში სამშენებლო ნებართვების მოცულობა 2024 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში შემცირების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა.
გაცემული ნებართვების ფართობი ოქტომბრის თვეში წლიურად 55.8%-ით, ხოლო ნოემბერში 74.3%-ით არის მომატებული. ჯამში, 2024 წლის 11 თვეში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 5.9%-ით შემცირდა.
2023 წლის 11 თვეში სამშენებლო ნებართვა 1,763 ათას კვ. მეტრზე გაიცა, მიმდინარე წლის 11 თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 1,659 ათას კვ. მეტრამდეა შემცირებული.
თბილისში საცხოვრებელი უძრავ ქონების სამშენებლო ნებართვების ფართობი,‘000 მ2:
რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს თბილისის უბნების მიხედვით, 2023 წელთან შედარებით მკვეთრი კლებაა საბურთალოზე, თუმცა, აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს და გაცემული ნებართვებით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე დიდი დიღომია, მესამეზე- სამგორი.