Galt&Taggart- ის მიერ 2024 წლის აპრილში თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვამ, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა, აჩვენა, რომ 2024 წლის პირველ
კვარტალში მათ მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს.
დეველოპერების მონაცემების მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს.
ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში. ამასთან, 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების
მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი.
აპრილში გაყიდული ბინები გაიზარდა
2024 წლის აპრილში თბილისში 3,220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად(+29.1% წ/წ), ასევე მეორად ბაზრებზე (+ 21.3% წ/წ).
2024 წლის აპრილში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა კრწანისის (-5.9 წ/წ) და მთაწმინდის (-18.8% წ/წ) გარდა.
გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და
გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2) წილის კლება, რაც
გამოწვეულია მზარდი ფასებით.