2024 წლის პირველ 8 თვეში, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის
მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი
მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9%-დან 2%-მდე შემცირება.
ბინების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით თბილისში, 8M23 vs 8M24:
2024 წლის აგვისტოში თბილისში $244.9 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი და თვიურად 9.4%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია. ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში $1,953.4 მილიარდის ღირებულების ბინა გაიყიდა (+1.0% წ/წ).