2024 წლის მარტში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზეაქტივობა საგრძნობლად შენელდა. დედაქალაქში სულ 2,971 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11.0%-იანი (და თვიურად 13.2%-იანი) შემცირებაა.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-5.2% და -18.7% წ/წ, შესაბამისად).
TBC Capital-ის შეფასებით, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს 26 მარტს საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციას უკავშირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აპრილის გაყიდვების წინასწარი მონაცემებით წლიურ ზრდას შეგვიძლია ველოდოთ. ასე რომ, მარტის ჩავარდნა მხოლოდ ერთჯერადია თუ არა კვლავ დაკვირვებას საჭიროებს.
კლებაა ფულად გამოსახულებაშიც.
2024 წლის მარტში თბილისში $229.4 მილიონის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%-იანი კლებაა.
აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში $717.4 მილიონის ღირებულების 9,506 ბინა გაიყიდა (+2.5% წ/წ და – 2.4% წ/წ, 2ხშესაბამისად).
2024 წლის მარტში დარეგისტრირებული ტრანზაქციების თითქმის ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები მხოლოდ გლდანსა (+4.9% წ/წ) და დიდუბეში (+2.6% წ/წ) გაიზარდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა და წ/წ ცვლილება. ახალიvsძველი, მარტი 2024
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო.
დაფიქსირდა ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ბინის ფასებმა მარტშიც მოიმატა
მარტის თვეში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი $1,200-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა.
მათ შორის, პირველად ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა (თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა).
ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, ახალი vs ძველი ($/კვ.მ)