Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ მოთხოვნა თბილისში უმეტესად მაღალი საფასო სეგმენტის ბინებზე ფიქსირდება.
ახალაშენებული ბინების გაყიდვები მზარდია, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები მცირდება.
უფრო დეტალურად თუ განვიხილავთ, ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 2023 წლის ივნისში თბილისში მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტის ბინებზე ზრდა 11%-ია.
ეკონომ სეგმენტში, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით არის მომატებული. ამ სეგმენტის 1,626 ბინაა გაყიდული.
ახალ პროექტებში 2023 წლის ივნისში ტრანზაქციების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი, 2022 წლის ივნისთან შედარებით, 13%-ით შემცირდა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წლის ივნისში თბილისში 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წლის ივნისში თბილისში 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.