Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა უძრავი ქონების ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის ივლისში საცხოვრებელი ბინების წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში: საბურთალოზე, ვაკეში და მთაწმინდაზე,
ხოლო გარეუბნებში – სამგორში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) წილი გაიზარდა და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801-1,800) ბინების მიმართ კვლავაც ფიქსირდება მზარდი ინტერესი.
2023 წლის ივლისში თბილისში სულ 3,656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7% და თვიურად 7.2%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც წინა პერიოდების მაღალი ბაზაა.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე (+13.9% წ/წ) და შემცირდა მეორად ბაზარზე (-13.5% წ/წ ახალ პროექტებში და -18.8% წ/წ ძველ პროექტებში).
Galt&Taggart-ის შეფასებით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება.