მიმდინარე წელს თბილისში ახალი სახოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირებულია.
2024 წლის პირველ 5 თვეში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 95 ახალი ნებართვა გაიცა. მაშინ, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში ნებართვების რაოდენობა 113-ს შეადგენდა. კლებაა სამშენებლო ფართობის თვალსაზრისითაც.
გაცემული სამშენებლო ნებართვების გაცემული სამშენებლო ნებართვები
ფართობი ათასი კვ.მ
წელს გაცემული ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 მ 2 -ს შეადგენს (-3.1% წ/წ). დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი ახალი მშენებლობების მხრივ, როგორც გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე პოპულარული რაიონებია.
თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების
ფართობი უბნების მიხედვით, ‘000 მ2
ახალი მშენებლობები ყველაზე დიდ ფართზე კვლაცავ დიდ დიღომში იგეგმება- 169 ათას კვ. მეტრი. საბურთალოზე ახალი კორპუსების მშენებლობა 164 ათას კვადრატულ ფართზე დაიწყება. ყველაზე ნაკლები მშენებლობა მთაწმინდის რაიონში იქნება.