თბილისის რომელ უბნებში უნდა ველოდოთ ახალ მშენებლობებს? როგორია მიმდინარე წლის ტენდენცია, სად არის მოთხოვნა ახალ ბინებზე და, შესაბამისად, რესურსი მშენებლობისთვის?
უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციას აჩვენებს გაცემული სამშენებლო ნებართვების მოცულობა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ 11 თვეში სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი.
სად გაიცა სამშენებლო ნებართვები
Galt&Taggart-მიერ ჩატარებული უძრავი ქონების კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანი ზრდაა საბურთალოსა და ისანში.
საბურთალოს რაიონში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული ნებართვები 142.2% -ით არის გაზრდილი, რაც დაკავშირებულია, უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაზრდილ პროექტებთან. სულ 584 ათას კვ. მეტრ ფართის მშენებლობაზეა ასეთი ახალი ნებართვაა გაცემული.
სამშენებლო ნებართვები უბნების მიხედვით (ათასი კვ. მეტრი)
ისანში მიმდინარე წელს 164.8%-ით მეტი სამშენებლო ნებართვაა გაცემული. სულ აღნიშნულ უბანში ახალი ნებართვა 199 ათას კვ. მეტრ ფართზე გასცეს.
ნებართვებით საბურთალოს შემდეგ, მეორე ადგილზე დიდი დიღომია, სადაც მშენებლობების კლების მიუხედავად, მიმდინარე წელს ახალი ნებართვა 308 ათას კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართის მშენებლობაზე გაიცა.