საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 2024 წლის აპრილიდან დაიწყებს. ის რეისებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით შეასრულებს.
ფრენები 20 აპრილიდან იწყება. კომპანია ამსტერდამის აეროპორტიდან – სხიპხოლიდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს – ოთხშაბათს და შაბათს.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს ავიაბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა. ხოლო ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია 50 წელია ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.