დღეს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იწყება.
შვეიცარიაში დღეს ჩავა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ის დავოსში უკრაინისთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას შეეცდება.
ზელენსკი სიტყვით მიმართავს ფორუმის მონაწილეებს და შემდეგ შეხვდება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჰოლდინგის – JPMorgan Chase & Co-ის თავმჯდომარეს ჯეიმი დიმონს.
JPMorgan, თავის მხრივ, უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას ეძებს.
საბანკო ჯფუფის მენეჯმენტი ზელენსკის რეკონსტრუქციის პროექტებისთვის კერძო კაპიტალის მოზიდვას ურჩევს.
სექტემბერში JPMorgan-მა მოაწყო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის ფინანსურ ლიდერებთან უკრაინის აღდგენისთვის კერძო სექტორის სახსრების მოძიების მიზნით.
JPMorgan-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრის გარდა, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, პარტიების ლიდერებთან. იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვა პოლიტიკურ ლიდერებთანაც.