უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა მნიშვნელოვანი სტიმულია მისი ქვეყნისთვის.
„ეს შეხვედრა გამარჯვებასთან გვაახლოებს“, – თქვა ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრის დროს, – ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად გამოჩნდება და აუცილებლად მოჰყვება შედეგები ბრძოლის ველზე ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების სახით“, – დასძინა მან.
უკრაინის ლიდერმა, ასევე, ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი „უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში”.
ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს უკრაინისთვის უფრო თანამედროვე დასავლური იარაღის და აბრამსის ტანკების მიწოდების საკითხები.