საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) 6-წლიან მაქსიმუმზეა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ექსპორტზე $10.573 მლნ-ს 17 448 ტონა პროდუქცია გავიდა, რაც $1.5 მლნ-თი მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით. შარშან ორ თვეში საქართველოდან $9.154 მლნ-ს ღირებულების 7 172 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელზე მეტი ექსპორტი 2018 წელს დაფიქსირდა. მაშინ ქვეყნიდან $15.235 მლნ-ს 43 359 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა.
საქსტატის მიერ BRG-თვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ტოპ-5 იმპორტიროს შორის არიან სს რუსთავოილი; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი და შპს უჯ ლუბრიკანტსი.