აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 ივლისს ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას რამდენიმე მედიაგამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Politico-მ გაავრცელა.
როგორც მედია წერს, ბაიდენი მოლაპარაკებების დროს აპირებს დაარწმუნოს ზელენსკი, რომ შეერთებული შტატებისა და NATO-ს ზოგიერთი მოკავშირის მხრიდან რიგი ბიუროკრატიული დაბრკოლებების მოხსნა და აგრეთვე, უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიების მიცემა არის მაქსიმუმი, რაც კიევს შეუძლია მიიღოს ვილნიუსის სამიტზე.