PMC Research-ის თანახმად. 2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოდან გასული ვიზიტორების 44%-მა დანიშნულების ადგილად თურქეთი აირჩია.
ვიზიტების 15% ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა, სომხეთს ასევე 15% სტუმრობდა, ხოლო რუსეთს – 12%.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის II კვარტლიდან, რაც უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას, უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.
გასვლითი ტურიზმის დინამიკა ქვეყნების მიხედვით:
გამონაკლისია აზერბაიჯანი, სადაც ვიზიტებმა შესამჩნევად იკლო (-18.1 პპ 2019 წლის I-III კვარტლებთან შედარებით). ეს ცვლილება აიხსნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებით.
საინტერესოა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა. 2023 წლის I-III კვარტლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტების რიცხმა 46%-ით მოიმატა. PMC Research-ის შეფასებით, ეს, შესაძლოა, აიხსნას ამ ქვეყანასთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობებით.
სულ 2023 წლის I-III კვარტლებში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებულმა გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლების მაჩვენებელს 42%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს.
ვიზიტების მიზნებს შორის საყიდლები ლიდერობს 35%-ით, მეორე ადგილს მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იკავებს 32%-ით, ხოლო დასვენების მიზნით ქვეყნიდან ვიზიტორების 15% გადის.
ვიზიტორების ხარჯები: