ბოლოდროინდელი ტენდენციის მიხედვით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება, ამასთან, იმპორტის გათვალისწინებით, ის კიდევ უფრო ძლიერია.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ივლისის თვის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების მონაცემები აჩვენებს, რომ სიტუაცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის ნორმალიზებული.
ამასთან, ვალუტის წმინდა შემოდინებები კიდევ უფრო მეტია, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია.
თუმცა, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის განახლებული ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების მნიშვნელოვან მერყეობას აჩვენებს.
არახალია, რომ განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით, ეს სავალუტო შემოდინებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ახალი სტატისტიკური მონაცემები, ასევე, თიბისის არხებით განხორციელებული ტრანზაქციები აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებებში მიგრანტების წილი ბოლო პერიოდში მცირდება.
მთავარი ეკონომისტის აზრით, სამომავლოდ, ზრდის მდგრადობის კუთხით, ეს უფრო პოზიტიური გარემოებაა.
გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა სამუშაო ბაზრის მე-2 კვარტლის მაჩვენებლები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება იკვეთება.