TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ გაუმჯობესდა:
• წმინდა სავალუტო შემოდინებები უკვე ზედიზედ მეორე თვეა უმჯობესდება, წინასწარი მოლოდინის შესაბამისად;
• ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, ოქტომბრის მსგავსად, სავარაუდოდ, სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია;
• იმ ფონზე, რომ საბანკო დეპოზიტებში ზრდას უფრო მეტად ვალუტაში არსებული ანაბრები აჩვენებს (15 ნოემბრის მდგომარეობით), ლარის გაუფასურება არ იკვეთება;
• თავისთავად, სავალუტო ბაზარზე გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის ფაქტორიც. კერძოდ, მის მიერ განხორციელებული ინტერვენციები. თუმცა ჩვენი შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება ინტერვენციის შედეგი ყოფილა;
• საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის.