სავალუტო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა საქმეში განაცხადა.
მესტვირიშვილის განმარტებით, ამ კატეგორიის სესხების გაძვირება ევროზონის და აშშ-ის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდით არის გამოწვეული.
მისი თქმით, ეს ნელ-ნელა გადმოეცემა ადგილობრივ ბაზარს და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოჰყვება. თუმცა, დასძენს, რომ მატება მნიშვნელოვანი არ იქნება.
„ზრდის ნაწილი უკვე ასახულია, ნაწილი მომავალში აისახება. ამ მოცემულობით, ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი მატება, თუმცა, გააჩნია იმას, გაგრძელდება თუ არა იქ ზრდა. სესხებში ეს ლარიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა დეპოზიტებში არა. ანუ აქ ცალსახა არ არის პასუხი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.