არალეგალური დაჯგუფება ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოუიგუს ულტიმატუმით მიმართავს და ემუქრება, რომ დატოვებს პოზიციებს ბახმუტში, თუ საბრძოლო მასალას დროულად არ მიაწვდიან.
პრიგოჟინის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი კატასტროფული შედეგების წინაშე აღმოჩნდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი შეტევის წინ, რასაც ვაგნერის ხელმძღვანელი 15 მაისამდე ვარაუდობს..
პრიგოჟინმა ასევე თქვა, რომ ვაგნერის ბრძოლა ბახმუტში შეიძლება, მალე დასრულდეს და შემდეგ დაჯგუფებამ არსებობაც შეწყვიტოს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრიგოჟინი ღიად გაუპირისპირდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, მის სამხედრო ხელმძღვანელობას ადანაშაულებდა, რომ ჭურვებს გამიზნულად არ აწვდიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი უჩივის „ჭურვის შიმშილს“ და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წევრებს „ქვეყნის ინტერესების ღალატში“ ადანაშაულებს.
ის რუსეთის კოლონიების პატიმრებსაც ჩამოაცილეს. სწორედ პატიმრების ხარჯზე ახერხებდნენ ვაგნერელები წინ წაწევას ბახმუტის რაიონში: მათ პირველებს უშვებდნენ შეტევაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პოზიციების დასადგენად, რის გამოც, ასეთ რაზმებში დანაკარგები 80%-ს აღწევდა.
14 აპრილს პრიგჟინმა თქვა, რომ „ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, დღეს აუცილებელია აგრესიისთვის წერტილის დასმა” და ოპერაციის დასრულება.