უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებით აცხადებს, რომ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ იცოდა.
„ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, რომელიც პუტინთან ერთად დაიგეგმა იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც არც ისე კარგად იყვნენ განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. არსებობს ინფორმაცია, თუ რამდენი გენერალი არის გადაყენებული, ზოგი მათგანი უკან ციხეში ზის. ეს იყო ასეთი სპეცოპერაცია“, – განმარტა მან.
დანილოვმა თქვა, რომ რუსულ საზოგადოებაში უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდება, ეს შეიძლება მოხდეს უკვე ამ შემოდგომაზე ან ზამთარში.
„იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხვდება, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, ყოველდღე იზრდება“, – თქვა დანილოვმა.
რუსეთში აჯანყების დაწყებიდან მალევე რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს – სულ მცირე 13 უფროსი ოფიცერი, ხოლო დაახლოებით 15 მაღალჩინოსანი პოსტიდან გადააყენეს.
მათ შორის დააკავეს გენერალი სერგეი სუროვიკნი. ის დაადანაშაულეს, რომ იცოდა აჯანყების შესახებ.