საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსულ კანონს” ვეტო დაადო.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.