Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა შეერთებული შტატები თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, რაც უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გადაწყვეტილების გამო.
მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს შელახავს ქვეყნის რეპუტაციას, ისე, რომ ომის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
„უკრაინის გასაგზავნად ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა ამოგვეწურა, ამიტომ ახლა სასოწარკვეთილებაში მყოფები კასეტურ ბომბებს ვუგზავნით, თავს უშედეგოდ ვამცირებთ“.
როგორც ცნობილია, აშშ-ის გადაწყვეტილებას კასეტური ბომბების უკრაინაში მიწოდების შესახებ მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, კანადა და გერმანია ეწინააღმდეგებიან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ ასეთ იარაღს უკრაინა გამოიყენებს, მოსკოვი სარკისებური მოქმედებით უპასუხებს.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთს აქვს სხვადასხვა ტიპის კასეტური საბრძოლო მასალის ადეკვატური მარაგი.
„ისინი [აშშ] ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ ზოგადად საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ“, – განაცხადა პუტინმა.