ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ერთ მოსამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალ ქსელ „X“-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქცირებულ პირთა სია არ გაუსაჯაროებია.
„ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ”, – წერს ცაჰკნა.
Estonia sanctioned another 14 #Georgian authorities, including Prime Minister Kobakhidze.
The violence perpetrated by the 🇬🇪 authorities against protesters, journalists & opposition leaders is criminal & against human rights.
I call on all EU countries to react & to take actions— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 15, 2024
2 დეკემბერს ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს, სულ 11 მაღალი თანამდებობის პირს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესა. დასანქცირებულების სია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგსმა გამოაქვეყნა.