ეროვნული ბანკი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის.
სებ-ის განახლებული პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6.8%-მდე დაჩქარდება.
„მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2024 წლის რეალური მშპ-ის პროგნოზი გადაიხედა. 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება”,- ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
მშპ-ს ზრდის პროგნოზს ბოლოს სებ-მა მიმდინარე წლის მაისში გადახედა და ის 0,6%-ით გააუმჯობესა. პირველადი პროგნოზით, ეროვნული ბანკი წელს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას ელოდა.