საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთის განხილვა გადაიდო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელიც 8 მაისს იყო დაგეგმილი, 22 მაისს გაიმართება. სებ-ის განცხადებით, ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში კომერციული ბანკებისთვის ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები სრულად იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.