წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რიცხვია.
2023 წლის ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის სტატისტიკა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.
ამასთან, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
ხოლო სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500 -მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.