Galt&Taggart-ის პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით, 10%-მდე შეამცირებს 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე.
ამგვარ ვარაუდს Galt&Taggart ინფლაციის ბოლო მაჩვენებლის საფუძველზე აკეთებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 0.6%-მდე შენელდა, წინა თვის 1.5%-იანი დონიდან.
შემცირება ძირითადად შერეული და იმპორტირებული საქონლის ფასების კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მცირედით გაიზარდა მაისში და 4% შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 0.7%-იან დეფლაცია დაფიქსირდა, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში.
ინფლაციის შემცირება სებ-ისთვის რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საფუძველი უნდა გახდეს.