დღეს, 21 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უნდა გადახედოს.
რეფინანსირების განაკვეთის განსაზღვრისას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, პირველ რიგში, ინფლაციის მაჩვენებელს გაითვალისწინებს. ასევე, იმ მოლოდინებს, რაც არსებობს სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივ, ისე საგარეო ბაზარზე. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ნავთობის ფასიც.
სებ-ს დაანონსებული აქვს რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირება. კერძოდ, მაისში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ, ყოველ მეორე სხდომაზე შემცირდება და წლის ბოლოს 9-10%-ის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარულ პოლიტიკა 10 მაისს შეარბილა და განაკვეთი 0,5%-ით, 10,5%-მდე შეამცირა.
TBC Capital-ის პროგნოზით, დღევანდელ სხდომაზე არსებობს განაკვეთის როგორც შერბილების, ასევე უცვლელად დატოვების არგუმენტები. თუმცა, ამ არგუმენტების უმეტესობა უფრო მეტად შერბილებისკენ იხრება.
TBC Capital-ის შეფასებით, მათ მიერ ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომ დეკემბრისათვის განაკვეთი 9.5%-მდე დაიწევდა, დღეს უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური.