2024 წლის მაისში სახელმწიფოს საგარეო ვალი $46.106 მილიონით გაიზარდა და და $8.724 მილიარდი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის მდგომარეობით საგარეო ვალდებულებები $8.677 მილიარდი იყო.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალის სტრუქტურას, ბოლო ერთ თვეში გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა.
მაისში მთავრობის ვალი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა თითქმის $47.735 მილიონით და შეადგინა $8.330 მლრდ. 2024 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი $8.283 მილიარდს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვალი კი $394.72 მილიონიდან $393.09 მილიონამდე შემცირდა.
2024 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).