2024 წლის ივლისის ბოლოსათვის კომერციულ ბანკებში 55.66 მლრდ ლარის დეპოზიტი იყო განთავსებული, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.98%-ით მეტი).
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 612.36 მლნ ლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.58%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 51.5% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.96% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.13%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.27% შეადგინა.