თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლირას ვარდნა დასრულდა, რაც უახლოეს მომავალში აშშ დოლართან მიმართებაში კურსის გამყარებაში აისახება.
„პოლიტიკას, რასაც ჩვენ ინფლაციის შესამცირებლად ვაწარმოებთ, ლირას ღირებულების რეალური ზრდა მოჰყვება. ასე რომ, ლირას გაუფასურების პროცესი დასრულდა. დიდია ალბათობა, რომ ლირა გაძლიერდეს”, –განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რეფორმები და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორების ნდობას იწვევს, რაც გამოიწვევს ქვეყანაში ვალუტის შედინებას და ლირის კურსის გაუმჯობესებას.
2023 წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტა ყოველთვიურად უფასურდებოდა და ოქტომბერში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია – $1-ის ფასი 28 ლირას გადასცდა.
თურქეთში ინფლაცია 70%-ს აღემატება, ხოლო 2024 წლისთვის ქვეყნის ცენტრალური ბანკი საშუალოდ 65%-იან ინფლაციას ვარაუდობს.
ეკონომისტებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნებამდე თურქეთის ეკონომიკაში უცხოური ვალუტა შევიდეს.
ასე რომ, ლირა მალე არ გამყარდება.