საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა, ელექტროსიგარეტების სითხეებზეც ვრცელდება.
აქციზის განაკვეთი ელექტროსიგარეტების სითხეებზე 5-ჯერ გაიზარდა. აქამდე ერთი მილილიტრი სითხე 20 თეთრით იბეგრებოდა. ახალი ტარიფით, რომელიც 18 აპრილიდან მოქმედებს, აქციზის გადასახადი 1 ლარი იქნება.
ახალი ჩანაწერი საგადასახადო კოდექსში შემდეგი სახისაა:
„გაიზარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი – 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა“.