დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება. გადაწყვეტილება დღეს სემეკის სხდომაზე მიიღეს.
ელექტროენერგიის შემცირებული საფასური 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და 2026 წლამდე იქნება ძალაში.
თელმიკოს მომხმარებლებს განაკვეთი შეუმცირდებათ საყოფაცხოვრებო ტარიფის სამივე საფეხურზე:
1 საფეხური – 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 15.041 თეთრი (18,041-დან)
2 საფეხური – 101–301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 19.053 თეთრი (22.053-დან)
3 საფეხური – 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 23.537 თეთრი (26.537-დან)
3 თეთრით შემცირდება ენერგო -პრო ჯორჯიას ტარიფებიც:
101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.731 თეთრი
101–301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 18.707 თეთრი
301 კვტ. სთ-დან და მეტი – 23.227 თეთრი
გადაწყვეტილების ძირითადი საფუძველი ქვეყანაში ენერგოგენერაციის გაზრდილი გამომუშავება გახდა.
სემეკის გადაწყვეტილებით, 3 თეთრით მცირდება ტარიფები ელექტროენერგიის კომერციული მომხმარებლებისთვის.