2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 10.1%-ით შემცირდა, რაც განსხვავდება ბოლო 10 წლის ტენდენციისგან (პანდემიური წლის გამოკლებით), აღნიშნულია Galt&Taggart-ის ენერგოსექტორის მიმოხილვაში.
კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო აფხაზეთის რეგიონისა და პირდაპირი მომხმარებლების, კერძოდ, მეტალურგიული და დატამაინინგ კომპანიების მოხმარების შემცირებით.
ამასთან, მოხმარების კლება დაიწყო 2022 წლის მეორე ნახევარში და სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება, – აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.