PMC კვლევითი ცენტრი ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. წამყვან ეკონომისტებს მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შეფასება სთხოვეს. კვლევა 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა.
კვლევის ერთ-ერთ ძირითად საკითხს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასება წარმოადგენს:
-
ყველა გამოკითხული ეკონომისტი ეთანხმება ან სრულად ეთანხმება IMF-ის წუხილს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
- მთლიანობაში, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოში IMF-ის მხარდამჭერი პროგრამის გაგრძელებას.
-
რესპონდენტების აზრი მნიშვნელოვნად იყოფა ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაცვლითი კურსის რყევების საპასუხოდ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 41% არ ეთანხმება სებ-ის გადაწყვეტილებებს, რადგან მიაჩნია, რომ ზომები გადაჭარბებულია, ხოლო 29% ეთანხმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისი არ არის სიტუაციის ადეკვატურად გადასაჭრელად.
-
რესპონდენტთა 53% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-ზე შენარჩუნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბევრი რესპონდენტი (24%) არ არის დარწმუნებული, როგორ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება.