PMC კვლევითი ცენტრის გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა ემხრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა პარტნიორად უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ისურვებდნენ, ვიდრე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია.
2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის საერთაშორისო ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გახდა.
ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კრიტიკა China Communication Construction Company-თვის (CCCC) აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასა და შავი ზღვის რეგიონში ჩინეთის გავლენის გაზრდის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
რესპონდენტთა უმეტესობა (53%) მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, თუმცა უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ისურვებდნენ.
გამოკითხული ეკონომისტების მესამედზე მეტი (37%) კი ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში ჩინელი აქტორები არ უნდა ახორციელებდნენ.
კვლევითი ცენტრის გამოკითხვაში 60-მდე ეკონომისტი იღებდა მონაწილეობას. კვლევა ივნისში ჩატარდა.