დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უნდა შეიკრიბოს, რომელიც რეფინანსირების ახალ განაკვეთს დაადგენს.
სხდომის დასრულების შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გამოაცხადებს.
სფეროს სპეციალისტების წინასწარი პროგნოზით, კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.
TBC Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა ივარაუდა, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, რეფერენტული განაკვეთი 0,25 ან 0,5%-მდე შემცირდება.
ეკონომისტების შეფასებით, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ ინფლაციის კლებამ და ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა უნდა უბიძგოს.
ამჟამად, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს. კომიტეტმა წინა სხდომაზე ის უცვლელი დატოვა.