დონალდ ტრამპის დაპირებების ეკონომიკური ნაწილი საგარეო ვაჭრობის, წარმოების და გადასახადების შემცირებას მოიცავს. ეკონომიკურმა გეგმამ, რომელიც მან საარჩევნო კამპანიის დროს წამოაყენა, შეიძლება მკვეთრად შეცვალოს აშშ-ს ეკონომიკა.
შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამერიკელ ამომრჩეველს ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებთ. Gallup-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 43% ამბობს, რომ ეკონომიკური საკითხები მათი მთავარი საზრუნავია. ამიტომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ეკონომიკა მათი საარჩევნო პლატფორმის ძირითად ნაწილად აქცია.
ტრამპის ეკონომიკური დაპირებები ასეთია:
ტარიფები
- ტრამპი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ტარიფებს დააწესებს უცხო ქვეყნებში წარმოებულ საქონელზე. ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ის 60%-მდე, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის განაკვეთი 10%-დან 20%-მდე იქნება.
- გადასახადი დაუწესდებათ ავტომწარმოებლებს, რომლებიც მექსიკაში არსებულ ქარხნებში აწარმოებენ ავტომობილებს და შემდეგ აშშ-ში გასაყიდად შეაქვთ. როგორც ტრამპმა თქვა, რომ მათთვის ტარიფი შეიძლება იყოს 2000%, მიზანი ამ საწარმოების აშშ-ში გადატანაა
გადასახადები
- ტრამპმა პირობა დადო, რომ განაახლებს 2017 წლის გადასახადების შემცირებისა და სამუშაოების აქტის (TCJA) უმეტესობას, რომელიც მოიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც ვადა 2025 წლის ბოლოს იწურება. ტრამპი ამბობს, რომ ამ დებულებების უმეტესობა მუდმივი გახდის. TCJA-ს ერთ-ერთი დებულება შეეხება შეზღუდვებს, საშემოსავლო გადასახადიდან სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადების (SALT) გამოქვითვაზე.
- გადასახადების გაუქმება როგორც ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ასევე ზეგანაკვეთურ შემოსავალზე.
- სოციალური უზრუნველყოფის გადასახადების გამორიცხვა საშემოსავლო გადასახადიდან.
- ავტოსესხებზე შეღავათიანი რეჟიმი.
- კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტებს შეერთებულ შტატებში, საგადასახადო განაკვეთი 21%-დან 15%-მდე შეუმცირდებათ.
უძრავი ქონება
- ტრამპი ფედერალური მიწის დიდი ნაწილს დაუთმობს საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის განვითარებას. მთავრობა ფლობს მიწის მეოთხედზე მეტს შეერთებულ შტატებში, თუმცა მისი უმეტესი ნაწილი გამოიყენება ეროვნული პარკებისთვის, ველური ბუნებისთვის ან სამხედრო ბაზებისთვის.
- ტრამპმა გამოაცხადა მილიონობით ემიგრანტის დეპორტაცია, ნაწილობრივ ამერიკელების მუდმივი საცხოვრებლის დეფიციტის მოსაგვარებლად.
რას ფიქრობენ ეკონომისტები?
ეკონომისტების ანალიზის მიხედვით, ტრამპის ეკონომიკური დაპირება თუ სრულად განხორციელდება, შეიძლება გაიზარდოს ინფლაცია და მოიმატოს ფედერალური ხარჯების დეფიციტმა. თუ დემოკრატებს კონტროლი ექნებათ წარმომადგენელთა პალატაზე, ტრამპს გაუჭირდება მისი ნებისმიერი საგადასახადო წინადადების შესრულება, მაგრამ სავარაუდოდ ტარიფების დაწესებას შეძლებს.
ბევრი ეკონომისტი ფიქრობს, რომ მაღალი ტარიფები სავარაუდოდ გამოიწვევს იმპორტირებული საქონლის გაძვირებას.
ემიგრანტების დეპორტაციამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, რადგან გამოიწვევს სამუშაო ძალის შემცირებას, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, რამაც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ბინების გაძვირება გამოიწვიოს.