უეფამ გამოაცხადა, რომ საქართველოს გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა 2024 წლის 15 აპრილს დაიწყება(გერმანიის დროით 11:00 საათზე).
საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბილეთების ფასი 30 ევროა.
შემდგომი ეტაპის მატჩების ბილეთები ჯერ გაყიდვაში არ არის. აღნიშნული მატჩებისთვის დაჯავშნილი ბილეთები ტურნირის განმავლობაში გაიყიდება.
უეფას ინფორმაციით, დამატებითი დეტალები EURO2024.com/tickets-ზე მოგვიანებით განთავსდება.