ევრო 2024 და ლარი
თიბისი კაპიტალის გასული კვირის მიმოხილვისას ყურადღებას ამახვილებს ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგებაზე, რაც ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია და საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის – გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, ხოლო ყველა ქვეყანაში ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა;
„იმის გათვალისწინებით, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ტურისტულ შემოდინებებში საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, ძალზედ პროდუქტიული ინვესტიციაა”,- აღნიშნულია კვირის მიმოხილვაში.
ახდენს თუ არა გავლენას ლარის კურსზე ეს ფაქტორები?
მთავარი ეკონომისტის თქმით, ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება;
„ზუსტად როდის? ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ”,- აღნიშნულია კვირის მიმოხილვაში.