ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ევროპული ვალუტის გაუფასურება ევროზონის ეკონომიკამ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, ტრამპის დაგეგმილმა ტარიფებმა და ევრობანკისა და Fed-ის მონეტარულ პოლიტიკების შეუსაბამობამ განაპირობა.
2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, ევრო აშშ დოლართან მიმართებაში 1%-ით დაეცა და მიაღწია 1,0285-ის რაც 2022 წლის 21 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
EUR/USD-ის თანაფარდობა სექტემბერში 1.12-ს აღემატებოდა და ბოლო სამი თვის განმავლობაში 9%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ევრო აშშ დოლარს რაც ბოლოს დაფიქსირდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში.
ევროზონის პრობლემებს ამჯერად ისიც დაემატა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში. შედეგად, ბევრი ევროპული ქვეყანა გათბობის ძვირადღირებულ ალტერნატივებზე გადადის.
ეკონომიკური მონაცემები გაუარესებულია საფრანგეთსა და გერმანიაში.
საფრანგეთი საწარმოო აქტივობის ყველაზე მკვეთრი ვარდნას განიცდის 2020 წლის მაისიდან მოყოლებული, ხოლო გერმანიის წარმოებამ სამთვიან მინიმუმს მიაღწია.
დეკემბერში საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,2%-დან 0,9%-მდე შეამცირა.
ეს ქვეყნებში პოლიტიკურ არასტაბილურობაა, მმართველი პარტიების კოალიციები იშლება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების გამო.
აშშ დოლარი კი ძლიერდება Fed-ის მონეტარული პოლიტიკისა და ტრამპის პრეზიდენტობის ფონზე. დოლარის ინდექსი ხუთშაბათს 109-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ.