დღეს ევრომ მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. ერთი ევროს ფასი 1,07485 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო ერთი თვის მინიმალური მაჩვენებელია.
ევროპული ვალუტის გაუფასურება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ვადამდელი საკანონმდებლო არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.
ევრომ წელს დოლართან მიმართებაში 2,5%-ზე მეტი კლება განიცადა. გარდა ამისა, იგი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში და იენის მიმართ 0,2%-ით გაუფასურდა.
აშშ დოლარი მაღალ კურსს ინარჩუნებს ფედერალური რეზერვის მოახლოებული შეხვედრის წინ, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.
დოლარი გააძლიერა აშშ-ში სამუშაო ადგილების მოსალოდნელზე მაღალმა ზრდამ, რომელიც მაისში დაფიქსირდა. ნავარაუდევია, რომ FED მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას წელს აღარ დაიწყებს.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წინა კვირას მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა. მაგრამ იმავდროულად აღნიშნა, რომ მომავალში განაკვეთების შემცირების ფრთხილ პოლიტიკას გაატარებს, რადგან ინფლაცია სამიზნე დონეზე მაღალია.