ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთები არ შეცვალა.
სესხის განაკვეთი 4,25% დონეზე დარჩა, დეპოზიტების განაკვეთი – 3,75%-ზე.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მარეგულირებლის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკა 2024 წლის მეორე კვარტალში აგრძელებდა აღდგენას, მაგრამ ზრდის ტემპი წინა კვარტალთან შედარებით ნაკლები იყო.
მისი თქმით, ევროზონის ეკონომიკისთვის ნეგატიურ ფაქტორად გეოპოლიტიკური მოვლენები რჩება და ამ მხრივ, რისკები გაზრდილია.
ინფლაციის კლების მიუხედავად, ევროზონის ფასები რჩება მაღალი, სერვისების ინფლაცია კი გაიზარდა. შესაბამისად ფასების საერთო დონე სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია, რაც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა.
ბაზარი კიდევ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას სექტემბერში ელოდება.