ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვოს. რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი 4.5%-ის ნიშნულზე შენარჩუნდა.
ევრობანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა თქვა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ფასების ზრდა. მისი თქმით, მოიმატებს შიდა ინფლაციაც, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ევროზონის 20 ქვეყანაში გაზრდილი სახელფასო ხარჯებით.
ნოემბერში ევროზონაში ინფლაცია 2,4%-ს შეადგენდა, თუმცა მოსალოდნელი იყო, გარკვეულწილად, მისი აღდგენა მომდევნო თვეებში.
წინასწარი პროგნოზით, ინფლაცია 2023 წელს, საშუალოდ, 5.4% იქნება, 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება, ხოლო 2025 წელს 2%-იან სამიზნე დონეს მიაღწევს.
ეს ნიშნავს, რომ სექტემბრის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წლის და განსაკუთრებით, 2024 წლის პროგნოზი გაუარესებულია.
როგორც წესი, კრედიტებზე მაღალი პროცენტები ზღუდავს მოთხოვნას, რაც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას და ანელებს ეკონომიკას.
შესაბამისად, ევროპაში ეკონომიკური ზრდა უახლოეს პერიოდში შემცირებული იქნება.
გუშინ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. წინასწარი პროგნოზით, განაკვეთი მომავალ წელს 0.75-ით დაიწევს.