2023 საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 422 227 ვიზიტორი ჰყავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 54,7%-ით აღემატება, თუმცა პანდემიამდელ ვიზიტორთა რაოდენობას 12,9%-ით ჩამორჩება.
უფრო კონკრეტულად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირიდან საქართველოში 271 916 ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წელს კი 484 996.
ევროპის ქვეყნებს შორის პოლონეთი და გერმანია ლიდერობს. ამ ქვეყნებიდან საქართველოს გასულ წლებში ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
ევროპის ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა:
-
პოლონეთი – 91 210 ვიზიტორი (2019 წელთან შედარებით +3,3%, 2022 წელთან – +117,6%)
-
გერმანია – 68 824 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -22,7%, 2022 წელთან – +41,8%)
-
გაერთიანებული სამეფო – 30 732 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -18%, 2022 წელთან – +43,6%)
-
საფრანგეთი – 23 555 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -15,7%, 2022 წელთან – +30,4%)
-
ლატვია – 23 139 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -12,8%, 2022 წელთან – +40,3%)
-
საბერძნეთი – 22 716 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით +7,4%, 2022 წელთან – +52,6%)
-
ლიეტუვა – 21 763 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -2,8%, 2022 წელთან – +40,7%)
-
იტალია – 15 961 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -25,5%, 2022 წელთან – +72,2%)
-
ნიდერლანდები – 14 802 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -35,4%, 2022 წელთან – +30,1%)
-
ჩეხეთი – 13 819 ვიზიტორი; (2019 წელთან შედარებით -13,7%, 2022 წელთან – +59,2%)
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი ვიზიტების ჯამური რაოდენობის 5.9%-ია. 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა- 1 418 464(მთლიანი ვიზიტების 14%).
2023 წელს რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 30.5%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1 505 240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 161 937, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 343 303 იყო.